ოკუპირებული ყირიმი

პუტინმა ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხიდი გახსნა

ვლადიმირ პუტინი
DW

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხიდი გახსნა. მან მატარებლითაც იმგზავრა, რასაც ხიდის გახსნაზე შეკრებილი ადამიანები სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე უყურებდნენ.

19 კილომეტრიანი ხიდი როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო მატარებლებს მოემსახურება, თუმცა ამ უკანასკნელთათვის მხოლოდ ივლისში გაიხსნება.

"ამ ხიდის მშენებლობა ადასტურებს ჩვენს შესაძლებლობებს, შევასრულოთ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები." თქვა პუტინმა ხიდის გახსნისას.

მისივე თქმით ხიდი წელიწადში 14 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება და 13 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას გახდის შესაძლებელს.

გასული წლის მაისში პუტინმა პარალელური საავტომობილო ხიდი და აეროპორტიც გახსნა.

აეროპორტისა და ხიდის ეკონომიკური პოტენციალი, ჯერჯერობით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყირიმი რუს ტურისტებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. საერთაშორისო სანქციების გამო, ყირიმში უცხოური ნომრები და საკრედიტო ბარათები დაბლოკილია, რაც ტურისტების ჩასვლას ლიმიტირებულს ხდის.

ახლადგახსნილი ხიდი ანექსირებული ყირიმის მოსახლეობას უფრო მეტად უმძაფრებს უკრაინისგან იზოლირების განცდას. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ ხიდის მშენებლობა არაკანონიერია, რაც კრემლის მიერ საერთაშორისო სამართლის კანონების უგულვებელყოფაა.

ევროკავშირმა 6 რუსულ კომპანიას, რომლებიც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაში არიან ჩართული, სანქციები დაუწესა.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე მსგავის ხიდის მშენებლობას უკანონოა და უკრაინის სუვერენიტეტს არღვევს.

კომენტარები