ოკუპირებული ყირიმი

ბილანი, ლეპსი, ჟასმინი – უკრაინამ 23 რუსი მომღერლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

https://russian.rt.com/

უკრაინის პროკურატურამ 23 რუსი მომღერლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათ ყირიმის ხიდის გახსნასთან დაკავშირებულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. 

პროკურატურის მიერ გავრცელებულ სიაში მოხვდნენ ისეთი ცნობილი მომღერლები, როგორიცაა, დიმა ბილანი, გრეგორი ლეპსი (ლეფსვერიძე), ვალერია, ჟასმინი, სტას პეხა, ლარისა დოლინა, ოლეგ გაზმანოვი და სხვები. 

აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერია და კრემლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ხშირად მონაწილეობენ. 

2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რუსეთმა რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი 2014 წლის 18 მარტს მოაწერა. ანექსიას წინ ევრომაიდნის მოვლენები უძღოდა, მაშინ უკრაინელმა ხალხმა თავისი ევროპული არჩევანი დაიცვა.

პუტინმა ხიდის საავტომობილო ნაწილი 2018 წლის მაისში გაიხსნა, სარკინიგზო  ნაწილი კი 2019 წლის დეკემბერში.

გაეროს ანგარიშის მიხედვით ოკუპაციის შემდეგ ყირიმში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო სანქციები დაუწესეს.

კომენტარები