ყაზახეთი

ყაზახეთში რეფორმების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ათობით ადამიანი დააკავეს

Reuters

ყაზახეთში რეფორმების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ათობით ადამიანი დააკავეს. დედაქალაქ ნურსულთანში და ქალაქ ალმათიში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუჩაში 100-მდე ადამიანი ანტი-სამთავრობო აქციაზე გამოვიდა შეძახილებით "ყაზახეთო, გაიღვიძე!" და ბანერებით "ყაზახეთი ნაზარბაევების გარეშე", "საპარლამენტო რესპუბლიკა".

მარშის მოწყობის მცდელობისას პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ 79 წლის ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 28 წლის განმავლობაში მართავდა, მიმდინარე წელს პოსტი დატოვა, თუმცა კვლავ რჩება უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ და მმათველი პარტიის ლიდერად.

გარდამავალ პრეზიდენტად მან კასიმ-ჯომარტ ტოკაევი დანიშნა, რომელმაც ივნისში გამართულ არჩევნებში ხმათა 70%-ზე მეტი მიიღო და პრეზიდენტი გახდა.

არჩევნების მიმდინარეობისას გამართულ აქციებზე ყაზახეთის პოლიციამ 500-მდე ადამიანი დააკავა.

კომენტარები