რუსული ოკუპაცია

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 96 წლის კაცი დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

როგორც ცნობილია, დაკავებულია კასპის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 96 წლის მამაკაცი.

მომხდარი ფაქტი ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავებაზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილია ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გააქტიურებულია "ცხელი ხაზი", ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია", - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები