დაჭრა

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც მარჯანიშვილის ქუჩაზე 2 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

მიხა კლოტვიკი / Shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, მარჯანიშვილის მეტროსთან მომხდარი დაჭრის ფაქტზე, 1981 წელს დაბადებული ა.ზ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით, ფეხის არეში ჭრილობები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ დ.ა.-ს და 1967 წელს დაბადებულ გ.ა.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. 

კომენტარები