ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის ქუჩებში თავისუფლების მოთხოვნით ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა

CNN

კვირას ჰონგ-კონგის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. პრო-დემოკრატიული მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა ქალაქის მათავარი ქუჩები გადაკეტეს და მარში მოაწყვეს მოთხოვნით - თავისუფლება ჰონგ-კონგს.

მარშის ორგანიზატორების მიხედვით ქუჩაში 800,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა, თუმცა პოლიცია ირწმუნება, რომ მომიტინგეთან რიცხვი მხოლოდ 183,000 იყო.

აქციამ მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ორგანიზატორებს, რომლებმაც მიმდინარე წლის ივნისშიც მოაწყვეს მასშტაბური გამოსვლები, პოლიციისაგან ნებართვა ჰქონდათ მიღებული.

შეგახსენებთ, რომ აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალეს.

კომენტარები