ყველანი პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ჯდება კანონმდებლობაში. ზოგადად, რადიკალიზაცია, პოლიტიკური ტურბულენტობა, დესტრუქცია, რა თქმა უნდა აზარალებს ქვეყანას და ეკონომიკას, მაგრამ თქვენ კარგად ხედავთ, საქართველოს მთავრობა, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა, ჩვენი ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები, მათ შორის ჩემი უწყება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესმა, დასაქმებულებმა, ქართულმა წარმოებამ, ქართულმა ეკონომიკამ ნაკლებად იგრძნოს ეს ნეგატიური შედეგი, არ დაფრთხნენ ინვესტორები, არ დაფრთხნენ კომპანიები და პროცესი გაგრძელდეს წარმატებით, ეკონომიკა განვითარდეს, ამას მე მგონი, წარმატებულად ვახერხებთ.
თქვენ ხედავთ ახლა, რამხელა ინტერესია თუნდაც პრივატიზაციის მიმართ, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ინვესტორების ყურადღება პოზიტივზე გადავრთეთ, შენებაზე გადავრთეთ და სამომავლოდ დასაქმებაზე გადავრთეთ