ნიდერლანდები

ჰააგაში თავდასხმის შედეგად სამი თინეიჯერი დაშავდა

REUTERS

ნიდერლანდებში, ჰააგის ცენტრთან ქუჩაში დანით თავდასხმის შედეგად სამი თინეიჯერი დაშავდა. 

მათ საავადმყოფოში უმკურნალეს და რამდენიმე საათში გაწერეს. ისინი უკვე თავიანთ სახლებში არიან. 

პოლიცია ამ დრომდე ეძებს დამნაშავეს. ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.

მომხდარს ტერორიზმს, ამჟამად, ვერ მიაკუთვნებენ.

შემთხვევა, ადგილობრივი დროით, 19:45 საათზე მოხდა. ქუჩაში შავ პარასკევს საყიდლებზე გასული უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. 

სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია. 

პოლიციის თქმით, ისინი "ყველა სცენარს განიხილავდნენ". უცნობია, მომხდარი რაიმე კავშირში არის თუ არა ლონდონში რამდენიმე საათით ადრე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან.

კომენტარები