საქართველო-უკრაინა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: უკრაინის თხოვნით, ზურაბიშვილის კიევში ვიზიტი 2020 წლამდე გადაიდო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის თხოვნით, სალომე ზურაბიშვილის უკრაინაში ვიზიტი 2020 წლამდე გადაიდო. იქამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოში ვიზიტი დაიგეგმა.

"უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დაგეგმილი არ ყოფილა. მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმებოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიევში, თუმცა, უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, უკრაინის მხარის თხოვნით, ვიზიტი 2020 წლისათვის გადაიდო" - აცხადებს ადმინისტრაცია.

კომენტარები