სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი: ისევ იჩინა თავი შიდა დაქსაქსულობამ, ჭარბობს შური და ღვარძლი, ებრძვიან ეკლესიას

დღეს საქართველო კიდევ ერთხელ გადის მისთვის უკვე ჩვეულებრივ გამოცდებს: კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. კიდევ ერთხელ იჩინა თავი შიდა დაქსაქსულობამ, დაპირისპირებამ; ჭარბობს შური და ღვარძლი, რაც ესოდენ ასუსტებს სახელმწიფოს და მხოლოდ მტერს თუ გაახარებს.
 
დღეს კიდევ ერთხელ ებრძვიან ეკლესიას, რომლის ირგვლივაც ქართველები ყოველთვის იკრიბებოდნენ და იკვრებოდნენ განსაცდელის დასაძლევად; ებრძვიან ეკლესიას, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგობის დღესასწაულზე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემისას სიტყვით გამოსვლის დროს.

კომენტარები