IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის 71%-ს სჯერა, რომ დემოკრატია საქართველოსთვის საუკეთესო მმართველობის ფორმაა

სირცხვილია - ანტირუსული აქცია პარლამენტის წინ
CNN

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ დემოკრატია საქართველოსთვის მმართველობის საუკეთესო ფორმაა.

11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 71% თვლის, რომ დემოკრატია საქართველოსთვის მმართველობის საუკეთესო ფორმაა, 11% მიიჩნევს, რომ არსებობს მმართველობის სხვა ფორმები, რომლებიც ასევე კარგი იქნება საქართველოსთვის, ხოლო 6% კი მიიჩნევს, რომ არსებობს მმართველობის სხვა ფორმები, რომლებიც დემოკრატიაზე უკეთესი იქნება საქართველოსთვის. 

12%-მა არ იცის, ან არ აქვს პასუხი.

აღსანიშნავია, რომ მაისი-ივნისში (20 ივნისამდე) ჩატარებულ კვლევაში მოსახლეობის მხოლოდ 58% ფიქრობდა, რომ დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა. 13% მიიჩნევდა, რომ არსებობს მმართველობის სხვა ფორმები, რომლების ასევე კარგი იქნებოდა საქართველოსთვის, ხოლო ასევე 6% კი მიიჩნევდა, რომ არსებობს მმართველობის სხვა ფორმები, რომლებიც დემოკრატიაზე უკეთესი იქნება საქართველოსთვის. 

მაშინ 23%-მა არ იცოდა, ან არ ჰქონდა პასუხი ამ შეკითხვაზე. 

ამასთან, შეკითხვაზე, რა არის 3 მთავარი გამოწვევა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, 31% პასუხობს, რომ უმუშევრობა, 28% - ეკონომიკური პრობლემები, 15% - არასწორი საჯარო პოლიტიკა, 12% - დაკარგული ტერიტორიები, 10% - განათლების პრობლემები.

კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, IRI-იმ 19 ნოემბერს გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. საველე სამუშაოები 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. ცდომილების სავარაუდო ზღვარი +- 2.5%-ია.

კომენტარები