ირანი

ირანში 2-დღიანი საპროტესტო აქციების განმავლობაში 36 ადამიანი დაიღუპა, დააკავეს 1000-ზე მეტი

CNN

Radio Farda-ს ინფორმაციით ირანში უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების განმავლობაში 36 ადამიანი დაიღუპა.

საინფორმაციო სააგენტო Fars-ის მიხედვით კი ბოლო 48 საათში დაკავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.

ირანის უშიშროების ძალებმა დედაქალაქ თეირანში მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

საპროტესტო აქციები 93 ქალაქში გაიამრთა. მომიტინგეებმა დაწვეს 100-მდე ბანკის შენობა. ქალაქ ისპაჰანში დაწვეს პოლიციის შენობა. ქალაქ ისლამშეჰრში კი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ფოტოები დაწვეს შეძახილებით "სიკვდილი დიქტატორს".

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით პროტესტის ლიდერების იდენტიფიცირება მოხდა და შესაბამისი ზომები მიიღეს.

ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა სრულად გაწყვიტეს. მიუხედავად ამისა აქტივისტები სოციალურ მედიაში ვიდეოების და აქციების შესახებ ინფორმაციის განთავსებას მაინც ახერხებენ.

Fars-ის მიხედვით საპროტესტო გამოსვლებისას ისპაჰანში დაზიანდა 60-მდე ავტობუსი და მეტროს 5 სადგური. ისპაჰანსა და თეირანში მომიტინგეთა გადაადგილების შეზღუდვის მიზნით მეტრო დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ ერთ ლიტრ საწვავზე ფასის 10,000 რიალიდან 15,000 რიალამდე ($0.13) გაზარა და რაციონები დააწესა.

ახალი წესების მიხედვით, მანქანის ყველა მფლობელს შეუძლია 60 ლიტრი ბენზინი იყიდოს თვეში, ლიტრი 15 000 რიალად (0.13$). ყოველი დაატებითი ლიტრი 30 000 რიალი ჯდება.

მანამდე მძღოლებს შეეძლოთ 250 ლიტრი ბენზინის ყიდვა თვეში, ლიტრი 10 000 რიალად.

მთავრობა ამბობს, რომ ბენზინზე სუბსიდიების მოხსნის შედეგად მიღებული შემოსავლები გამოყენებული იქნება დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის.

აიათოლა ალი ხამენეიმ ირანში ნავთობის ფასის ზრდის გამო მიმდინარე პროტესტს უცხოელი მტრების საბოტაჟი უწოდა. ის ამბობს, რომ ფასის ზრდა ექსპერტების მოსაზრებებს ეყრდნობა. მან ოფიცალურ პირებს მოუწოდა სხვა პროდუქტებზე ფასის ზრდა არ მოხდეს.

ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები 2017 წლის ბოლოს ეკონომიკური სტაგნაციის, ცხოვრების პირობების გაუარესების და რეგიონში ირანის პოლიტიკის გასაპროტესტებლადაც გაიმართა. პროტესტი 80 ქალაქს მოედო. ოფიციალური პირების ინფორმაციით მაშინ პროსტესტის განმავლობაში სულ 22 ადამიანი დაიღუპა.

ირანის ეკონომიკაზე გავლენა აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მოახდინა. სანქციები ირანს ხელახლა მას შემდეგ დაუწესა, რაც დონალდ ტრამპმა ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და აშშ შეთანხმებიდან გაიყვანა.

კომენტარები