არჩევნები 2020

ხუნდაძე: ამ ხარისხის ზეპარტიული გადაწყვეტილება მივიღეთ და პასუხისმგებლობასაც ვიღებთ

რა თქმა უნდა, თანამოაზრეებთან ერთად ვიღებ პასუხისმგებლობას, არ შეიძლება, იყო პარლამენტში და მითუმეტეს დეპუტატი, დეპუტატთა ჯგუფი, ამ ხარისხის ზეპარტიულ გადაწყვეტილებას იღებდე და არ იყო პასუხისმგებელი საკუთარ გადაწყვეტილებაზე

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ თანამოაზრეებთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მაჟორიტარული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შესახებ პარლამენტში და პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე. მისივე თქმით, “აქციები რომ იქნებოდა და უმრავლესობაშიც იქნებოდა გარკვეული რყევები, რა თქმა უნდა, ვიცოდით. მაგრამ კიდევ ვამბობ, ჯობს მოკლევადიანი ამ მასშტაბის რყევები, ვიდრე შემდეგ გრძელვადიანში ქვეყანა დადგეს არასტაბილურობის რეალური საფრთხის წინაშე. ”

კომენტარები