არჩევნები 2020

ნავარო: ჩაგდებამ აჩვენა, რომ "ოცნება" 2020 წელს ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეშფოთებულია

სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდება, რომელიც მანამდე თავად ქართულმა ოცნებამ წარადგინა, გვაჩვენებს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან 2020 წელს ძალაუფლების დაკარგვის შიშით. ეს არის პრო-დასავლური "ახალი სახეების" აბუჩად აგდება, რომლებიც 2016 წელს გუნდში გააწევრიანეს. ეს, ასევე, არის სრული უპატივისმცემლობა დემონსტრანტებისა, რომლებიც ამ ცვლილებას ივნისში ითხოვდნენ, როდესაც ქართულმა ოცნებამ დუმის რუსი კომუნისტი წევრი მოიწვია მართლმადიდებლობის კონფერენციაზე დასწრების საბაბით.

 

საქართველოში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მიმომხილველი, ლუის ნავარო ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულებასა და იმ კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. კომენტარს "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

კომენტარები