არჩევნები 2020

ხოშტარია: აქედან ფეხს არ მოვიცვლით, ვიქნებით დღე და ღამე, მივაღწევთ პროპორციულ არჩევნებს

ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ წაგვართვას ქვეყანა, გადაწყვიტა, რომ წაგვართვას არჩევნები, ერთადერთი პასუხია, რომ ჩვენ მას წავართმევთ ძალაუფლებას და მივცემთ ისევ ხალხს.

ჩვენი პერმანენტული, უწყვეტი, პრინციპული, ერთიანი და მწვავე პროტესტით მივაღწევთ პროპორციულ არჩევნებს, რომელსაც აღარ ჩაატარებს ბიძინა ივანიშვილი. მან არ დაიმსახურა, რომ ჩვენ გადაგვიწყვიტოს, როგორ ვიცხოვროთ.

ამიტომ, ამ არჩევნებს ჩავატარებთ ჩვენ, დროებითი მთავრობა ჩაატარებს და მერე თქვენ გადაწყვეტთ, ვინ გინდათ მთავრობაში და ვინ გინდათ ოპოზიციაში.

აქ არავინ თვითნებობს, ეს აქცია არ ეკუთვნის არც ერთ ჯგუფს, არც ერთ პარტიას, არც ერთ ადამიანს. ჩვენ მთელი დღე გავატარეთ იმაში, რომ ვსაუბრობთ ყველა მოთამაშესთან და ყველა პარტიასთან, რომელთანაც ძალიან ბევრს ვკამათობთ, რომლებთანაც სამომავლოდ არც ვაპირებთ მთავრობაში ერთად ყოფნას, მაგრამ დღეს ყველას გვაქვს მთავარი ამოცანა - დავიბრუნოთ ჩვენი ქვეუყანა, გადავწყვიტოთ, ვინ გვმართავს და არა პირიქით.

ჩვენ ფეხს აქედან არ მოვიცვლით დღე და ღამეც, იქნება პიკეტირებაც, ბლოკირებაც და ყველა კონსტიტუციურ ჩარჩოში, მაგრამ ძალიან მწვავე პროტესტი, იმიტომ, რომ ეს მთავრობა უნდა გაირიყოს აქედან და გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია ოპოზიციასთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან შეხვედრის შემდეგ. მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი გადადო, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები პრინციპით "ყველა მინუს ივანიშვილი" მოითხოვს პროპორციულ არჩევნებს დროებითი მთავრობის პირობებში.

კომენტარები