პროპორციული საარჩევნო სისტემა

ვოლსკი: უმრავლესობის შენარჩუნება საგანგებო მნიშვნელობისაა სახელმწიფოსთვის

ბიძინა ივანიშვილის პოზიცია დღეს დილით ყველასთვის ცნობილი იყო. უმრავლესობის შენარჩუნება არის საგანგებო მნიშვნელობის არა მხოლოდ ქართული ოცნების, არამედ სახელმწიფოსთვის. ეს ერთი საკითხი. არამგონია, იმის საბაბი გვქონდეს ახლა, რომ უმრავლესობის რღვევაზე ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენი გუნდისთვის სერიოზული დანაკლისია ადამიანები, რომლებიც გადადგნენ

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი გია ვოლსკი. მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, ქართული ოცნების რამდენიმე წევრმა პარტია დატოვა.

კომენტარები