პროპორციული საარჩევნო სისტემა

კობახიძე: რიგგარეშე არჩევნებზე არ ვსაუბრობთ, ვემზადებით 2020-ის ოქტომბრისთვის

გვრჩება ის მოცემულობა, რომელიც გვქონდა ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების შემდეგ. მაშინ ჩამოყალიბდა ორსაფეხურიანი მიდგომა - 2020 წელს გვრჩება მაჟორიტარული სისტემა 3%-იანი ბარიერით და ბლოკებით და 2024 წლიდან გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე ბლოკების გარეშე 5%-იანი საარჩევნო ბარიერით. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც იყო ძალაში და რჩება ძალაში და უნდა მოვემზადოთ ამ სისტემით საპარლამენტო არჩევნებისთვის. 

არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ არის საუბარი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ 2024 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. 

თქვა ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის აჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონი ჩააგდო.

კომენტარები