არჩევნები 2020

ბერაია პროპორციულზე: გუშინ ივანიშვილმა ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო

მინდა, ჩემი დიდი პატივისცემა დავაფიქსირო ბიძინა ივანიშვილის პიროვნების და გადაწყვეტილების მიმართ, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ გუშინ, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი პოზიციები, მაგრამ მან ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო.

მე საპარლამენტო მანდატს დავტოვებ იმ შემთხვევაში, თუ ჩემი საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, გუნდიდან ჩემი წასვლის საკითხი დადგება.

არანაირი გაფრთხილება არ მიმიღია, არგუმენტები გავცვალეთ, მან მოისმინა ჩემი ყველა არგუმენტი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან დიდხანს, ემოციურადაც ძალიან რთული იყო ეს შეხვედრა

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა ხობის მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ ქართული ოცნების ოფისში შესვლამდე, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

კომენტარები