არჩევნები 2020

მშვენიერაძე: მაჟორიტარებმა ყველაზე კარგად იციან, რომ ხალხმა ხმა ივანიშვილის გამო მისცა

როგორ ფიქრობთ, "ქართული ოცნების" რომელიმე მაჟორიტარს გულწრფელად ჰგონია, რომ ხალხმა ხმა მათ მისცა? ვინ-ვინ და მათ ხომ ყველაზე კარგადაც იციან, რომ პარლამენტში როგორც ივანიშვილის ავატარები, ისე მოხვდნენ. ამიტომაც ჩანს ძალიან სასაცილოდ მათი უსახური "ამბოხი" და ბიძინასთან მძიმე საუბრის შემდეგ ამ უკანასკნელის "გაწბილების" შესახებ ნიუსები

წერს გიორგი მშვენიერაძე Facebook-ში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ქართული ოცნების მაჟორიტართა პროტესტზე. უმრავლესობის რამდენიმე მაჟორიტარმა თქვა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ უნდათ და ამაზე ბიძინა ივანიშვილსაც "აწყენინეს".

კომენტარები