სინოდის სხდომა

სინოდის სხდომაზე ქუთაის-გაენათის ეპარქიის ხელმძღვანელად მეუფე იოანე ერთხმად გამოირჩიეს

სინოდის სხდომაზე ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრაზე მეუფე იოანე ერთხმად დაადგინეს. 

მიტროპოლიტ კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ, ქუთაისის ეპარქიაში დროებითი მმართველის მოვალეობას სწორედ მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ასრულებდა.

ეპისკოპოსი იოანე გამრეკელი 2009 წლის 1-ლი ნოემბრიდან რუსთავის და მარნეულს ეპარქიის მმართველი იყო.

2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსი იოანე მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა და დანიშნა იგი რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად.

2011 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ რუსთავის სიონის ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა.

კომენტარები