რუსეთის ეკონომიკა

რუსეთისა და აფრიკის ფორუმზე 13 მილიარდი დოლარის გარიგებები გაფორმდა

Aleksey Nikolskyi

რუსეთის, ქალაქ სოჭში გამართულ რუსეთისა და აფრიკის ფინანსურ ფორუმზე, ორ მხარეს შორის ჯამურად 800 მილიარდი რუბლის ხელშეკრულებები გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სამთავრობა მედია ტასსი ავრცელებს. 

ვლადიმერ პუტინის მრჩეველის, ანდრეი კაბიაკოვის ინფორმაციით, სულ ხელი მოეწერა 50 ზე მეტ ხელშეკრულებას. ფორუმში მონაწილეობა სულ 6 ათასამდე პირმა მიიღო. მათ შორის 40 სახელმწიფოს ლიდერი, 120 მინისტრი იყო.

ფორუმი 23-24 ოქტომბერს ქალაქ სოჭში გაიმართა. ფინანსური ფორუმის დამფუძნებლები რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ეგვიპტის პრეზინდენტი, აბდულ-ფათახ ას სისი არიან. 

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა აფრიკაში რუსეთის როლის გაზრდაზე და აფრიკასთან ვაჭრობის გაორმაგების გეგმებზე ისაუბრა. ამავდროულად, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აფრიკის ქვეყნებს 20 მილიარდიან დავალიანებას ჩამოაწერდა. 

მოწერილ ხელშეკრულებებს შორისაა სხვადასხვა ინდუსტრიული და მათ შორის სამხედრო, იარაღის შესყიდვის ხელშეკრულებები. 

კომენტარები