უკრაინა

კიევის ცენტრში ყუმბარა აფეთქდა - დაიღუპა 2 ადამიანი

https://www.publika.ua

კიევის ცენტრში, პუშკინსკის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაიჭრა. 

უკრაინული მედიის ცნობით, შემთხვევა 22 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ხელყუმბარა აფეთქდა. 

თვითმხილველების ცნობით, აფეთქება ერთ-ერთი ბარის წინ მოხდა. 2 კაცი ხელყუმბარას ამოწმებდა, რა დროსაც ის აფეთქდა, ახლოს მიმავალმა ქალმა კი მრავლობითი ჭრილობები მიიღო. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მედიის ინფორმაციით, ერთი დაღუპული ყოფილი საზღვაო ოფიცერია. ხოლო მეორე კი ახლოს მდებარე შენობის დაცვის წევრი. 

კიევის პოლიციამ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

კომენტარები