ზიმბაბვე

ძლიერი გვალვის შედეგად ზიმბაბვეს ეროვნულ პარკში სულ მცირე 55 სპილო შიმშილით მოკვდა

Getty Images

ძლიერი გვალვის შედეგად, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ზიმბაბვეს ეროვნულ პარკში სულ მცირე 55 სპილო შიმშილით მოკვდა.

"სპილოები შიმშილით იხოცებიან, ეს დიდი პრობლემაა, საზარელი სიტუაციაა", - ამბობს ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომელი.

ძლიერმა გვალვამ ზიმბაბვეში მოსავლის რაოდენობაც საგრძნობლად შეამცირა.

არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ქვეყნის მოსახლეობის მესამედს საკვებით დახმარება ესაჭიროება.

WFP-ის ინფორმაციით, აგვისტოში ზიმბაბვეში 2 მილიონი ადამიანი შიმშილის რისკის ქვეშ იყო.

კომენტარები