ზიმბაბვე

გაერო: ზიმბაბვეში მოსახლეობის მესამედი შიმშილობის ზღვარზეა

BBC

გაეროს ინფორმაციით, ზიმბაბვეში 5 მილიონზე მეტი ადამიანი, შიმშილობის ზღვარზეა. ეს დაახლოებით, მოსახლეობის მესამედია.

გვალვების შედეგად მოსავლის უდიდესი ნაწილი განადგურდა, საკვების ფასი კი მკვეთრად გაიზარდა, რამაც სასურსათო კრიზისი გამოიწვია.

მსოფლიო სასურსათო საბჭო (WFP) ზიმბაბვეს კრიზისთან გასამკლავებლად 331 მილიონი დოლარით დაეხმარა. ქვეყანაში ტროპიკული შტორმის, გვალვების და ფინანსური კრიზისის შედეგად, პრობლემები უფრო და უფრო მწვავდება.

"კრიზისული სიტუაციის რეჟიმში უნდა ვებრძოლოთ შიმშილს",- თქვა დეივიდ ბისლიმ, მსოფლიო სასურსათო საბჭოს ხელმძღვანელმა.

ზიმბაბვეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა ციკლონმა "იდაიმ", რომელიც 2019 წლის დასაწყისში მოხდა და 570 ათას ადამიანს ზიანი მიაყენა, ათი ათასობით მათგანი უსახლკაროდ დარჩა.

წინა კვირაში ფინანსთა მინისტრმა მტული ნკუბემ განაცხადა, რომ სახელმწიფო 757 ათას უსახლკაროს ეხმარება. მისი თქმით, ეს რეფორმა ძალაში იანვრიდან შევიდა და როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში მცხოვრებ ზიმბაბველებს ეხებათ.

კომენტარები