ინდოეთში, კარნატაკას შტატში, სტუდენტებს გამოცდის დაწერა თავზე ჩამოცმული მუყაოს ყუთებით მოუწიათ, რათა არ გადაეწერათ.
მუყაოს ყუთის წინა მხარე ამოჭრილი იყო, სტუდენტებს საგამოცდო ფურცელი რომ დაენახათ.
გამოცდაზე გადაღებული ფოტო ერთ-ერთმა დამკვირვებელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რაც მალევე გახდა ვირუსული.
ფოტო: CNN
მომხდარ ფაქტს შტატის განათლების მინისტრიც გამოეხმაურა და სკოლის პრაქტიკას მიუღებელი უწოდა.
"არავის აქვს უფლება მოექცეს სხვას, როგორც ცხოველს, განსაკუთრებით სტუდენტებს", - დაწერა ტვიტერზე მინისტრმა.
მომხდარის შემდეგ სკოლის ადმინისტრაციამ საჯაროდ ბოდიში მოიხადა და ფაქტი ექპერიმენტად შეაფასა. როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებამ განმარტა, ყუთები თავად სტუდენტებმა მოიტანეს და გამოცდის დაწყებიდან 15-20 წუთის შემდეგ მოიხსნეს.