მისი მათემატიკა იმდენად ცუდია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილიც კი შეცდომაში შეიყვანა და მიალოცინა ზურაბიშვილისთვის. ეს მისი საარჩევნო სტატისტიკის წყალობით მოხდა, გარწმუნებთ. ერთადერთი რამისთვის შეიძლება იყოს საყურადღებო პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ეს იყო კიდევ ერთი ღია დადასტურება და აღიარება, რომ ქართულმა ოცნებამ ზუსტად იცის, 2020 წლის არჩევნებისთვის უმრავლეს მანდატს ვერ მოიპოვებს
არჩევნები 2020
ბესელია: კობახიძის მათემატიკა ისეთი ცუდია, ივანიშვილს შეცდომით მიალოცინა ზურაბიშვილისთვის
tbl.ge/43gl
დაკოპირდა
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია მედიასთან ქართული ოცნების წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს. კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნება ვერ მოიპოვებს ხმების 45%-ს მაინც, "შეიძლება, კოალიციის შექმნა შეუძლებელიც გახდეს" და მაღალია ალბათობა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნები.
ამავე თემაზე
- დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
- ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
- სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
- მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
- მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო