მთავარ პროკურატურასთან თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მთავარი პროკურორისაგან სამართლიანი გამოძიების წარმართვას და საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისათვის ბრალის წარდგენას მოითხოვენ.
“დააკავეთ მოძალადე“ - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. აქციაზეა თავად თამთა თოდაძეც.
თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
დაწვრილებით ბრალდების შინაარსის შესახებ წაიკითხეთ აქ.
შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ მას მოწმის სტატუსი აქვს და დაზარალებულად არ არის ცნობილი, ილია ჯიშკარიანს კი ბრალი არ აქვს წარდგენილი. პროკურატურაში ამბობენ, რომ "კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას" მას შემდეგ მიიღებენ, რაც "ექსპერტიზის დასკვნები შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში". თავად ილია ჯიშკარიანი მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.