სექსუალური ძალადობა

Wavin' Flag-ის ავტორი, რეპერი K'naan კვებეკში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ცნობილ კანადელ რეპერი, K'naan-ი კვებეკში დააკავეს. მას ბრალი სექსუალურ ძალადობაში ედება.

სასამართლომ რეპერის დაკავების ორდერის მიხედვით, სექსუალური ძალადობის სავარაუდო შემთხვევა 2010 წელს მოხდა. ბრალდებული სასამართლო სხდომას არ დაესწრო. მის ადვოკატებსაც აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ბრალდების მიხედვით, 2010 წელს რეპერმა 29 წლის ქალზე სექსუალურად იძალადა. შემთხვევა, სავარაუდოდ, კვებეკის მუსიკალურ ფესტივალზე "d’été de Québec"-ზე მოხდა. 

გრემის ჯილდოს მფლობელმა სომალელმა-კანადელმა რეპერმა, კეინან აბდი ვარსამემ, იგივე K'naan-მა განსაკუთრებული პოპულარობა 2009 წელს სიმღერით "Wavin' Flag"-ით მოიპოვა. სიმღერა სომალელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას ეძღვნება. 2010 წელს კოკა-კოლამ სიმღერის რემიქსი სამხრეთ აფრიკაში გამართული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნად აქცია. 

კომენტარები