თბილისობა 2019

კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება ნიკო ლეკიშვილსა და კიდევ 6 ადამიანს მიანიჭა

კახა კალაძე და ნიკო ლეკიშვილი

თბილისობისთვის მიძღვნილ დასკვნით ღონისძიებაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 7 ადამიანს მიანიჭა.

შვიდი ადამიანიდან ერთ-ერთი თბილისის ყოფილი მერი, ნიკო ლეკიშვილი გახდა.

"მე მინდა ბატონ ნიკოს პირადად მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის და იმ შრომისთვის, რასაც ის აკეთებდა ჩვენი ქალაქისთვის. მას ძალიან რთულ წლებში მოუწია ქალაქის თავობა, ეს იყო 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ გამოვიარეთ შიდა დაპირისპირებები და არეულობები და მან, მართლაც თავის გუნდთან ერთად ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქალაქისთვის", - თქვა კახა კალაძემ.

ნიკო ლეკიშვილის გარდა საპატიო თბილისელის წოდება მიიღეს:

გიოზალ დუმოევი - 81 წლის, მეეზოვე.

გივი მამულაშვილი - 83 წლის, "თბილსერვის ჯგუფის" გარე განათების ოსტატი. 

ვალერიან მეთაფლიშვილი - 74 წლის, N1 ავტობუსის მძღოლი.

ავთანდილ კობახიძე - 77 წლის, გვირაბ ნაგებობათა სამსახურის თანამშრომელია.

მეია მეგრელიშვილი - 79 წლის, 27-ე ბაგა-ბაღის მუსიკის მასწავლებელი.

როგნეტა კუჭავა - 79 წლის, ბიბლიოთეკარი.

კომენტარები