თბილისობა 2019

5-6 ოქტომბერს თბილისობა გაიმართება

თბილისის მერია

თბილისობა 2019 5-6 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ისაუბრა.

ღონისძიებები ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე - რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდზე და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.

კალაძის ცნობით, ღონისძიებებზე ჩატარდება საბავშვო კონცერტები, მოეწყობა ატრაქციონები, კულინარიის, ტკბილეულის და ყვავილების ფესტივალები, ქუჩის კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები.

6 ოქტომბერს, 20:00 საათზე ევროპის მოედანზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება "მუარე" - აკრობატების საჰაერო შოუ როკ
მუსიკის თანხლებით.

კომენტარები