ფულადი გზავნილები

ქვეყნები საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით წინა თვეში საქართველოში სულ 146 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით მეტია.

უნდა ითქვას, რომ სტატისტიკის მიხედვით, რუსეთიდან გამოგზავნილი გზავნილების მოცულობა, თითქმის, 15%-ით შემცირდა. ამის მიუხედავად, რუსეთის წილმა მთლიან გზავნილებში 24% შეადგინა. 

ქვეყნების ათეული საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა:

  • რუსეთი — $35 მილიონი, კლება — 14%;
  • იტალია — $20 მილიონი, ზრდა — 25%;
  • აშშ — $15 მილიონი, ზრდა — 1,5%;
  • საბერძნეთი — $14,7 მილიონი, ზრდა — 16%;
  • ისრაელი — $14 მილიონი, ზრდა — 8,6%;
  • თურქეთი — $7,9 მილიონი, ზრდა — 9%;
  • გერმანია — $4,2 მილიონი, ზრდა — 28%;
  • უკრაინა — $3,8 მილიონი, ზრდა — 68%;
  • პოლონეთი — $3,1 მილიონი, ზრდა — 69%.

 

კომენტარები