არჩევნები 2020

უსუფაშვილი ევსაქების და თავდემების მოწოდებაზე: კოალიციებზე საუბარი ამ ეტაპზე უსაგნოა

ჩვენი პოზიცია მკაფიო და მარტივად აღსაქმელია, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში საქმით დავამტკიცეთ, ლაპარაკის გარდა. ივანიშვილი შესაცვლელია, თუმცა არა სააკაშვილით. ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ არა წინა ხელისუფლების უკან დაბრუნებით. ეს არის ჩვენი პოლიტიკური კრედო და კონცეფცია, რასაც მივყვებით არჩევნებამდე და მას შემდეგაც. ქვეყანაში უნდა დასრულდეს ამ ორ პოლიტიკურ ცენტრს შორის სამოქალაქო, ცივი ომი, რომელიც შთანთქავს მთელ პოზიტიურ ენერგიას. ამ კონცეფციისკენ არავის მოვუწოდებ, ვანამუსებ, თუ სხვა მიაჩნიათ ქვეყნის კეთილდღეობის მისაღწევად – სააკაშვილთან ერთად, რა ვქნათ, ასე მიაჩნიათ. პოლიტიკაში ვინც ბულინგს ექვემდებარება, მისი ადგილი პოლიტიკაში საერთოდ არ არის. ამ სახის შეძახილებზე არ მაკანკალებს, არც „ოცნებისგან“ დავბულინგებულვარ და არც სააკაშვილისგან დავბულინგებულვარ, მკაფიო პოზიციებით ის ცხრა წელიც გავიარე და ახლაც მკაფიო პოზიციები მაქვს. კოალიციაზე საუბარი ამ ეტაპზე უსაგნო და ზედაპირულია არჩევნებამდე, რადგან ახალი მოთამაშეები იბადებიან, ძველები გადაჯგუფებას აკეთებენ, მომავალ წელს ამ დროს შეიძლება კონტურებზე იყოს საუბარი, მაგრამ ახლა იმის თქმა, ვისთან ერთად მოახერხებს „შენების მოძრაობა“ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ისე გაშვებას, რომ სააკაშვილი არ მოუშვას, ამაზე პასუხი რომ მქონდეს, არასერიოზული ადამიანი უნდა ვიყო

შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების მოწოდებაზე პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მიმართ - მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ.

კომენტარები