არჩევნები 2020

გოცირიძე ევსაქების და თავდემების მოწოდებაზე: ამ მოსაზრებას რა თქმა უნდა მივესალმებით

ტაბულა

"რა თქმა უნდა სწორია მოწოდება, [რომ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ] ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ეს. გაერთიანებული ოპოზიციის მიდგომაც ასეთი იყო, ამ მოსაზრებას რა თქმა უნდა მივესალმებით", - ასე აფასებს ტაბულასთან საუბრისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების მოწოდებას პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მიმართ.

გოცირიძის შეფასებით, ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, რომელიც თავს შეიკავებს ამ პოზიციის გამოხატვისგან, განხილული იქნება, როგორც ივანიშვილის მომავალი ალიანსის წევრი.

"ნებისმიერი პარტია, რომელიც ამ პოზიციის გამოხატვისგან თავს შეიკავებს, ცალსახად იქნება განხილული, როგორც ივანიშვილი-ინაშვილის მომავალი ალიანსის წევრი", - ამბობს რომან გოცირიძე.

დღეს, 13 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე, ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდეს, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ.

კომენტარები