მთავრობის სხდომა

გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, 13 სექტემბერს მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება

საქართველოს მთავრობა

ხვალ, 13 სექტემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა პირველად გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის განახლებული შემადგენლობით პირველი სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა 8 სექტემბერს დაამტკიცა. მას მხარი 98-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არავინ წასულა. "ევროპული საქართველოს, ენმ-ს და პატრიოტთა ალიანსს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

გიორგი გახარია, რომლის შს მინისტრის პოსტიდან გადადგომასაც მოქალაქეები 20-21 ივნისის ღამის აქციის დაშლის გამო 80 დღეზე მეტხანს ითხოვდნენ, დააწინაურეს და ის საქართველოს პრემიერმინისტრი გახდა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა.. 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ლევან იზორიამ უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოში გადაინაცვლა. 

შს მინისტრად სუს-ის მოქმედი უფროსი, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.

კომენტარები