ჩინეთი

ჩინეთში 40 წლის კაცმა სკოლის პირველ დღეს 8 მოსწავლე მოკლა

aljazeera

ცენტრალურ ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში 40 წლის კაცი სკოლის პირველ დღეს დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს თავს დაესხა, 8 ბავშვი მოკლა და ორი დაჭრა.

ის პოლიციამ დააპატიმრა. თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩინეთში ბავშვებს დაესხნენ თავს. გასული წლის ოქტომბერში საბავშვო ბაღში ქალი სამზარეულოს დანით შეიჭრა და 14 ბავშვი დაჭრა, ამავე წლის აპრილში კი კაცმა 9 სტუდენტი მოკლა.

კომენტარები