ჩინეთი

ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეის საზღვრის სიახლოვეს, 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

Greg Baker/AFP via Getty Images

ახალი ამბების სააგენტო Xinhua-ს ინფორმაციით, 25 ოქტომბერს ჩინეთის ძილინის პროვინციაში, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ესაზღვრება, 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

Xinhua-ს ცნობით, ჩინეთის ქალაქ ხუნჩუნში მიწისძვრა ადგილობრივი დროით 19:45 საათზე მოხდა, ხოლო მიწისძვრის ეპიცენტრი 560 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა სახის ზიანი გამოიწვია მიწისძვრამ. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. 

კომენტარები