სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ჩვენ არ ვართ დავიწყებული, ამ კუთხით ვიტყოდი, რომ დავბრუნდით მსოფლიო რუკაზე

ბელგიის პრემიერი, რომელიც გახდება ევროკავშირის ახალი თავმჯდომარე, დაინტერესებულია ჩვენი სიტუაციით და იმით, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ. ეს კითხვები, ინტერესი და იმის მზაობა, რომ რაღაც მოიფიქრონ და არამხოლოდ შეეგუონ და მივიდნენ საოკუპაციო ხაზზე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვართ დავიწყებული, ამ კუთხით ვიტყოდი, რომ დავბრუნდით მსოფლიო რუკაზე. არ შეიძლება, რომ ასე გაგრძელდეს, ეს გაუთავებელი პროვოკაციებია და რაღაც უნდა გაკეთდეს

ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში გააკეთა, სადაც, პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლონეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირს შეხვდა.

კომენტარები