ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ლურჯად შეღებილი წყლის ჭავლი გამოიყენა

შაბათი, 31 აგვისტო, 2019 - 19:21
tbl.ge/3z0k
დაკოპირდა
AFP
EPA
Getty Images
Reuters

ჰონგ-კონგში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მომიტინგეებმა ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს. ცეცხლის პატარა კერები მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს.

გარდა ამისა მომიტინგეების ნაწილმა პოლიციის მისამართით მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს.

პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ლურჯად შეღებილი წყალის ჭავლი გამოიყენა, რათა საღებავის მეშვეობით აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება მოხერხდეს. ასევე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც.

დააკავეს რამდენიმე მომიტინგე.

შეგახსენებთ, რომ 30 აგვისტოს ჰონგ-კონგში პოლიციამ არაერთი ცნობილი ოპოზიციონერი დააკავა, მათ შორის ჯოშუა ვონგიც, რომელიც 2014 წლის ქოლგების მოძრაობის ერთერთი ლიდერი იყო.

ოპოზიციონერი აქტივისტები 21 ივნისს უკანონო აქციის ორგანიზებასა და მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. 

"პეკინისა და ჰონგ-კონგის მთავრობებისგან კანონპროექტის გაწვევას, პოლიციის ძალის გადამეტების შეჩერებას და თავისუფალი არჩევნების მოთხოვნაზე პასუხის გაცემას ვთხოვთ," - თქვა ვონგმა. 

31 აგვისტოს დაგეგმილი მომიტინგეთა აქცია პოლიციამ აკრძალა, თუმცა მოქალაქეებმა ქალაქში მსვლელობა მაინც გამართეს.

უკვე მე-13 კვირაა, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი პრო-დემოკრატიულ აქციებზე კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტსა და პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს. აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას, თუმცა პროტესტი გაცდა ამ საკითხს და მომიტინგეებმა საბოლოოდ 5 მთავარი მოთხოვნა ჩამოაყალიბეს - კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის სრული გაწვევა; საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და თავისუფალი არჩევნები.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტით, წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციებზე პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა. დარბევის დროს, სულ მცირე, ერთმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, ჩინეთის წარმომადგენლობამ "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. 29 აგვისტოს ჰონგ-კონგში ჩინეთის ჯარი შევიდა და როტაცია განახორციელა.

26 აგვისტოს ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ჭაო ქეჭიმ ჰონგ-კონგთან, ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დაარბევდა ყველა დამანგრეველ, ძალადობრივ ტერორისტულ აქტივობებს და ქვეყნის "სამხრეთის კარიბჭის" პოლიტიკურ უსაფრთხოებას დაიცავდა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია. საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც ჰონგ-კონგში მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

ჰონგ-კონგიწყლის ჭავლიცრემლსადენი გაზისაპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026 - 13:27ჰონგკონგელ მედიამაგნატ ჯიმი ლაის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 15:10ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 00:35ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა
  • ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025 - 17:41ჰონგ-კონგის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 13 პირი ემსხვერპლა
  • პარასკევი, 1 ივლისი, 2022 - 12:37სი ძინპინი: ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" ფორმულა არ უნდა შეიცვალოს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

გაეცანი საქართველოს ბანკის ახალ შეთავაზებებს და მიიღე მეტი სარგებელი (რ)
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 - 19:31

გაეცანი საქართველოს ბანკის ახალ შეთავაზებებს და მიიღე მეტი სარგებელი (რ)

ტრამპი კობახიძეს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის – ადმინისტრაცია
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 - 18:21

ტრამპი კობახიძეს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის – ადმინისტრაცია

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა (რ)
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 - 18:08

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა (რ)

მურთაზ ზოდელავას სისუსტე და თავბრუსხვევა ჰქონდა, მკურნალობა უტარდება - ჩხაიძე
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 - 17:44

მურთაზ ზოდელავას სისუსტე და თავბრუსხვევა ჰქონდა, მკურნალობა უტარდება - ჩხაიძე

კრემლმა აშშ-ს არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ ტრამპი განცხადებები უარყო
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 - 17:39

კრემლმა აშშ-ს არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ ტრამპი განცხადებები უარყო

ყველაზე კითხვადი

როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)
1როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)
2იოსებ სიგუამ პროცესზე 2 ცრუ მოწმე წარმოადგინა, პოლიციის მაღალჩინოსნები – სოფიო სიგუა
3ზახაროვა: ყველაფერი, რასაც დასავლეთში, მათ შორის საქართველოზე, აცხადებენ, მცდარია
4ქართველი მკვლევრები მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას მსოფლიო კონგრესზე წარადგენენ
5რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕