სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე: არ გეტყვით რატომ შევიწყალე

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

"რატომ შევიწყალე ამას ნამდვილად არ გეტყვით, ეს არის დისკრეციული უფლება პრეზიდენტის და ყველა იურისტმა ან არა იურისტმა ეს იცის", - ასე პასუხობს იმედის ჟურნალისტის კითხვას საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იყოფება.

ზურაბიშვილის თქმით, მის მიერ შეწყალებულ პატიმარზე, რომელიც პოლიციელის მკვლელობისთვისაა გასამართლებული, თუ რამე განცხადებაა გასაკეთებელი ეს უნდა გაკეთდეს თბილისში.

"ეს უცებ გახდა სალაპარაკო პრობლემა, იმ დროს როცა ამდენი არის აქ პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში. მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება აქ ევროპაში, ევროპის შუაგულში დღეს, რომ ეს მცდელობები, რომ აქცენტი გადავიტანოთ სხვა საკითხზე, არის კიდევ ერთი მაჩვენებელი, იმის მაგივრად რომ ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებზე, რომელიც მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ ორი დღე თბილისში და მიიღონ პასუხები თბილისში", - ამბობს ზურაბიშვილი იმედის ეთერში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ბათუმელებმა" გაავრცელა. გამოცემის ცნობით, ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული პატიმარი სასჯელს ბათუმელი პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა.

კომენტარები