ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ეროვნული მუზეუმი

ალაზნის ველზე დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოაჩინეს

ორშაბათი, 26 აგვისტო, 2019 - 15:28
ეროვნული მუზეუმი
tbl.ge/3ylk
დაკოპირდა
ეროვნული მუზეუმი
ეროვნული მუზეუმი
ეროვნული მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალაზნის ველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მუშაობა დაასრულა. მუზეუმის ცნობით, არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოაჩინეს.

"ალაზნის ველზე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა გუნდმა, გეოფიზიკური დაზვერვების შედეგად, დაახლოებით 1 ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები დააფიქსირა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა - სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზი. 1,5 მეტრი სისქის კედლები ალიზის აგურითაა ნაგები. დარბაზის ხის  სვეტები კირქვის ზარისებრი ფორმის ბაზისებს ეყრდნობა. ასევე, გამოვლინდა ალიზის აგურით ნაშენები კვადრატული პოდიუმი, რომელზეც, სავარაუდოდ, ტახტი ან საკურთხეველი უნდა მდგარიყო.

ბაზისების ზარისებრი ფორმა, ისევე როგორც ამავე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი არქიტექტურული დეტალი - სავარაუდოდ კაპიტელის დეკორი, შესაძლებლობას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ეს ნაგებობა აქემენიდური ხანისაა და ქრისტეს შობამდე დაახლოებით V-IV საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. როგორც ცნობილია, ზარისებრი ბაზისების ფორმა შემუშავდა ძვ.წ. V საუკუნის დასაწყისში აქემენიანთა სპარსეთის იმპერიის ცენტრებში - სუზასა და პერსეპოლისში და ლოტოსის ორნამენტიც აქემენიდური ხელოვნებისთვისაა დამახასიათებელი. ამავე პერიოდს, ძვ.წ. V საუკუნეს, განეკუთვნება ახლადაღმოჩენილი ნაგებობიდან სულ ორიოდე კილომეტრში, 1994-1995 წლებში, გათხრილი ე.წ. გუმბათის სასახლე, რომლის ზარისებრი ბაზისები საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმშია გამოფენილი.

ახლადაღმოჩენილი სასახლის ნაშთები მიწის ზედაპირიდან სულ ორმოციოდე სანტიმეტრში მდებარეობს და გუთნით ხვნის შედეგად ძლიერაა დაზიანებული. ზარისებური ბაზისების კვეთილი დეკორი, როგორც ჩანს, ხანძრის შედეგად დაზიანდა და მხოლოდ რამდენიმე ბაზისის ქვედა ნაწილშია შემორჩენილი" - ნათქვამია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართულ-გერმანული საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია - გერმანიის მხრიდან დოქტორი კაი კანიუტი (მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი), ქართული მხრიდან კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტი იულონ გაგოშიძე. ექსპედიციაში ჩართული იყო გერმანელ გეოფიზიკოსთა ჯგუფი იორგ ფასბინდერის ხელმძღვანელობით; არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნხენის უნივერსიტეტის სტუდენტები.

ეროვნული მუზეუმი

ამავე თემაზე

  • შაბათი, 17 ივნისი, 2023 - 19:49ეროვნული მუზეუმი: სააკაშვილისა და მერაბიშვილის რეკლამა ამოვიღეთ, ჯარისკაცები ომში მიატოვეს
  • სამშაბათი, 17 იანვარი, 2023 - 20:12"ხედვები არ ემთხვევა, ვტოვებ თანამდებობას" – ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე
  • პარასკევი, 27 იანვარი, 2012 - 14:49ანოქსიის მეთოდი ეროვნულ მუზეუმში
  • ოთხშაბათი, 11 იანვარი, 2012 - 14:54საერთაშორისო კონფერენცია ეროვნულ მუზეუმში
  • სამშაბათი, 11 ოქტომბერი, 2011 - 06:29ეროვნული მუზეუმის აქცია მოსწავლეებისთვის

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 00:39

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

საფრანგეთი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებს კრძალავს
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 23:43

საფრანგეთი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებს კრძალავს

მოლდოვამ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 23:06

მოლდოვამ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 21:19

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გერმანიამ და აზერბაიჯანმა პარტნიორობის სტრატეგიულ დღის წესრიგზე დეკლარაცია გააფორმეს
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 20:46

გერმანიამ და აზერბაიჯანმა პარტნიორობის სტრატეგიულ დღის წესრიგზე დეკლარაცია გააფორმეს

ყველაზე კითხვადი

დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
1დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
2ზელენსკი სამხედრო მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ "მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს" აანონსებს
3WP: ამერიკელი სამხედროების სიკვდილის შემდეგ აშშ ირანთან ომის გაფართოებაზე ფიქრობს
4ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
5ქორწილის მოწმემ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო - შსს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕