ეროვნული მუზეუმი

საერთაშორისო კონფერენცია ეროვნულ მუზეუმში

დღეს, 11 იანვარს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია "შუა საუკუნეები 21-ე საუკუნის პერსპექტივიდან: კვლევა, რესტავრაცია, საგამოფენო სტრატეგია".

კონფერენცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმისა და მეტროპოლიტენ მუზეუმის (აშშ) ერთობლივი პროექტის: "ტრადიცია და ტრანსფორმაცია" ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების გალერეების რეინსტალაცია" ფარგლებში ტარდება.

ღონისძიებაში მონაწილებას ქართველი, ამერიკელი, ინგლისელი და შვეიცარიელი ექსპერტები მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმს შორის თანამშრომლობა 2010 წელს დაიწყო. ერთობლივი პროექტის მიზანია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების კოლექციების რეინსტალაცია.

2012 წელს დაგეგმილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების ახალ საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენა.

 

კომენტარები