საქართველოს მთავრობა

ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ერთობიან კახა კალაძე, დავით საგანელიძე და ბექა ოდიშარია მინსკში

ფეისბუქზე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის ძმიშვილმა, ბაჩო საგანილეძემ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს როგორ ერთობიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მინსკში.

ვიდეოში, რომელიც ერთი საათის წინ გავრცელდა, თბილისის მერი კახი კალაძე, ქართული ოცნების წევრი ბექა ოდიშარია და დავით საგანელიძე ჩანან. ბაჩო საგანელიძემ ვიდეო წარწერით — მინსკი მოქმედებაში (Minsk in action) გაავრცელა.

ვიდეო სავარაუდოდ მინსკის ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული. 

 

ცნობისთვის, დღეს, 23 აგვისტოს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი მინსკში.საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე იმყოფებიან. 

კომენტარები