რუსთავი 2-ის საქმე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი: დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია

აქ პოლიტიკა შორს არის ნამდვილად, აქ ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს. მესაკუთრეები, ვისაც ეს ეკუთვნის ნამდვილად დაიბრუნებს ალბათ რუსთავი 2-ს და დანარჩენი უკვე არის პოლიტიკური ზედაპირი. ვფიქრობ, რომ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი და ყოველთვის მივესალმებით რომ ასეც გაგრძელდეს, დანარჩენი უკვე ყველაფერი პოლიტიკა არის რუსთავი 2-დან. მე ვფიქრობ, რომ ის წლები, 2004 წლის შემდეგ, საკმარისი არის რომ მოსახლეობამ თვითონ გააკეთოს დასკვნა რა ხდებოდა რუსთავი 2-ში, რას წარმოადგენდა რუსთავი 2 და ის, რაც ხდება დღეს ძალიან შორს არის პოლიტიკისგან. ეს არის ჩვეულებრივი, ლოგიკური დასრულება იმ პროცესების.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, "ქართული ოცნებიდან" ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ილია ნაკაშიძემ აჭარის ტელევიზიასთან რუსთავი 2-ის საკითხზე ისაუბრა.

კომენტარები