საგარეო ვაჭრობა

იანვარ-ივლისში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 7 065.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია.

შემცირებულია იმპორტი - იანვრიდან მოყოლებული საქართველოში 4 963.4 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 4.7%-ით ნაკლება გასულ წელთან შედარებით.

გაიზარდა იმპორტი 2 102 მილიონ ლარამდე, რაც 12.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სავაჭრო დეფიციტი წლის პირველ შვიდ თვეში ბრუნვის 40.5%-ს შეადგენდა.

კომენტარები