რუსული ოკუპაცია

ბოკერია სააკაშვილს: 2008 წლის სამხედრო ეთნიკური წმენდის 2012 წლის არჩევნებთან შედარება არასწორია

მინდა დავაფიქსირო ევროპული საქართველოს მკაფიო განსხვავება იმ ოპოზიციური ძალის ლიდერთან, რომელმაც 2008 წლის აგრესიული სამხედრო ეთნიკური წმენდა შეადარა 2012 წლის არჩევნების შედეგებს. ეს ძალიან არასწორი შედარებაა, ბუნებრივია, რომ მცდარია და მეტს აღარ გავაგრძელებ.

ის, რომ 2012 წელს ვიღაცამ წააგო არჩევნები და ვიღაცამ მოიგო, თუნდაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელმა ძალამ, რომელიც რუსეთის ამოცანებს აადვილებს ქვეყანაში, არ ნიშნავს, რომ ეს შეიძლება შევადაროთ სამხედრო აგრესიას 2008 წელს

ვროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ "ის, რაც ჩვენ 2008 წელს მოვახერხეთ, რომ საქართველო გადავარჩინეთ, პოლიტიკოსებმა 2012 წელს ვეღარ მოვახერხეთ და 2012 წელს პუტინმა მოიყვანა და მისი მხარდაჭერით ივანიშვილი მოვიდა".

კომენტარები