ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც ცოლს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა

www.geo.tv

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ე.ს.-მ მიმდინარე წლის 28 ივლისს, ოჯახური კონფლიქტის დროს, მეუღლეს - 1969 წელს დაბადებულ მ.ო.-ს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, დაზარალებული ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ამბობენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში, ახმეტაში დააკავეს.

შსს-ში ასევე აღნიშნავენ, რომ მის მიმართ წარსულში შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტი არ ფიქსირდება.

დაკავებულია 1956 წელს დაბადებული კაცი, ე.ს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს და 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები