ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

მექსიკის ქალაქი ჩიუჰაუა მიზოგინისტური სიმღერების შესრულებას კრძალავს

CNN

მექსიკის ქალაქ ჩიუჰაუას ხელისუფლების თქმით, ოჯახში ძალადობის მაღალი მაჩვენებლის გამო აიკრძალა ისეთი სიმღერების შესრულება, რომლებიც ქალების მიმართ ძალადობას უწყობს ხელს.

ქალაქის საბჭომ გადაწყვეტილება 26 ივლისს დაამტკიცა. შეუსრულებლობისთვის ჯარიმა 674 000-დან 1 244 მილიონ პესომდე (დაახლოებით $40 000-$74 000) იქნება.

"ქალთა მიმართ ძალადობამ მიაღწია იმ დონეს, რომ ჩვენ შეგვიძლია ის პანდემიად მივიჩნიოთ." - თქვა საბჭოს წარმომადგენელმა.

მათივე თქმით, ქალაქში პოლიციის ზარების თითქმის 70% ოჯახში ძალადობასთან არის დაკავშირებული.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კანონი კრძალავს ისეთი სიმღერების შესრულებას, რომელიც ხელს უწყობს ქალთა მიმართ ძალადობას, მათ დისკრიმინაციას, მარგინალიზაციას ან გარიყვას.

კომენტარები