ტერორიზმი

აშშ-ის დაზვერვის მიხედვით ალ-ქაიდას დამფუძნებლის, ოსამა ბინ ლადენის შვილი ჰამზა მკვდარია

ჰამზა ბინ ლადენი
CIA

აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლების ინფორმაციით ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას დამფუძნებლის, ოსამა ბინ ლადენის შვილი ჰამზა ბინ ლადენი მკვდარია.

მისი გარდაცვალების დეტალები, დრო და ადგილი უცნობია.

თებერვალში აშშ-ის მთავრობამ ჰამზას შესახებ ინფორმაციისათვის 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.

ჰამზა ბინ ლადენი დაახლოებით 30 წლის იყო და აშშ-სა და სხვა ქვეყნებზე თავდასხმის მოწოდების შემცველ ვიდეო მესიჯებს ავრცელებდა. ის ჯიჰადისტებს მოუწოდებდა შური ეძიათ 2011 წელს პაკისტანში აშშ-ის სპეციალური ძალების მიერ ოსამა ბინ ლადენის მოკვლისათვის. გარდა ამისა, ის არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ მოსახლეობას ამბოხებისაკენ მოუწოდებდა, რის გამოც საუდის არაბეთმა მას მოქალაქეობა ჩამოართვა.

2011 წელს ოსამა ბინ ლადენის სახლიდან ამოღებული დოკუმენტების მიხედვით ალ-ქაიდას შემდეგ ლიდერად სწორედ ჰამზას ამზადებდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით ჰამზამ ცოლად 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორის და შემსრულებლის, მუჰამედ ატას ქალიშვილი მოიყვანა.

აშშ-მა ჰამზა გლობალური ტერორისტების სიაში 2 წლის წინ შეიყვანა.

კომენტარები