მე მიმაჩნია, რომ გაბუნიას გამოხტომა იყო სულელური, არაფერ შუაში არ იყო და აუტკივარი თავი ავიტკიეთ, კაცმა არ იცის, რატომ. ამით ვერავის ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ და ეს პუტინზე უპირატესობის გამოვლინება არ არის. მეორეს მხრივ, რა ეშველება იმ ქვეყანას, სადაც ერთი ჟურნალისტის გამონათქვამებმა შეიძლება გამოიწვიოს შიში, რომ ახლა მოფრინდებიან თვითმფრინავები და დაგვბომბავენ. ეს არის ძალიან სამწუხარო სიტუაცია, ისე როგორც სიტუაცია, რასაც პუტინი სანქციების გარშემო აკეთებს. ეს არის კატა, რომ თაგვს ეთამაშება, ზუსტად ამ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა დაემსგავსა თაგვს, მთავრობის მეშვეობით, რომელიც დათრეული ჰყავს კატას და კატა ხან დაიჭირეს, ხან მიუშვებს, წაჰკრავს თათს, წაეთამაშება. საქართველოს მთავრობა ჰგავს, ჩემი აზრით, დაახლოებით, ვიშის მთავრობას. ეს არის მთავრობა, რომელიც ჰიტლერის სატელიტი მთავრობა იყო საფრანგეთში, რომელიც ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობაა, და სინამდვილეში მთლიანად იყო მიმართული ინსტრუქციების ქვეშ ოკუპანტის მხრიდან
tbl.ge/3ud8
დაკოპირდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის 2-ის ეთერში გადაცემა პოსტკრიპტუმის წამყვანის გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერს ეხმაურება, სადაც სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს აგინა.
ამავე თემაზე
- რუსთავი 2-ის დირექტორად ნინო შუბლაძე დაინიშნა
- R2-ის ჯგუფისთვის ხელის შეშლის ბრალდებით კურდღელაურში 1 პირი დააკავეს
- რეჟიმმა რუსთავი 2 საბოლოოდ TV იმედი-სა და POS TV-ს კლუბში გააფორმა – საქართველოსთვის
- სანამ ბუჩუკური ბოდიშს არ მოიხდის, გახარიას პარტიის აქტივობებს არ გავაშუქებთ – რუსთავი 2
- შუბლაძე: მედიის წარმომადგენლების მოთხოვნები ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლას




