ეს ხალხი, მგონი, საკუთარი დედის გინებაზე არ აღშფოთდებოდა ისე, როგორც აღშფოთდა პუტინის გინებაზე.
tbl.ge/3u4j
დაკოპირდა
ამბობს ევროპული საქართველოს წევრი აკაკი ბობოხიძე ტვ პირველის ეთერში. საუბარია იმაზე, რომ გუშინდელ პოსტსკრიპტუმში წამყავნმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემმ და ქართული ოცნების დეუტატებმა. საგარეო უწყებამ გაბუნიას გინება პროვოკაციად შეაფასა, რომელიც "რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას" ემსახურება. სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რუსთავი 2-ის და გიორგი გაბუნიას "ქმედებებს შეფასება მისცენ", თბილისის მერმა კი თქვა, რომ მმართველი გუნდი "ამ პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე არ დატოვებს". ასევე გუშინ ღამე, რუსთავი 2-ის შენობასთან ხალხი შეიკრიბა გაბუნიას არხიდან წასვლის მოთხოვნით.
ამავე თემაზე
- TI: სასამართლომ რუსთავი 2-ს ჯოჯუასთვის ხელფასისა და კომპენსაციის ანაზღაურება დააკისრა
- "არ ვეთანხმები სარედაქციო პოლიტიკას" – რუსთავი 2 თეონა ცხომელიძემაც დატოვა
- "საკუთარ თავს ამ არხზე ვერ ვხედავ" – გურამ როგავამ რუსთავი 2 დატოვა
- დვალი-აქიმიძის ადვოკატი: რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო
- "ამ არხზე სინათლეს ვეღარ ვხედავ" – მაია ასათიანმა რუსთავი 2 დატოვა (Video)